суббота, 24 октября 2009 г.

,,ნატვრის ხე–ში" გაბნეული მარგალიტები

            ზუგდიდის N9 საჯარო სკოლა
პროექტზე მუშაობდნენ:   როგავა ანა–  VIII კლასი
                                                     ქარჩავა გიორგი- VI კლასი
                                                      ქებურია მარი- VI კლასი
 პროექტის ხელმძღვანელი:   ბიბლოთეკის გამგე
                                                       ნანა ლემონჯავა 
                                               ისტ-ის მასწავლებელი 
                                                   ირა ლაგვილავა


                             
        წარსულის ლანდები  

  მიყრუებული სოფელი…ჩიტების ჭიკჭიკი მოედო გარემოს და ჩვენს ფუფალასაც გაეღვიძა ორღობეში. ამოიღო თავისი დამტვრეული, დალაქავებული სარკე და ჩაიხედა პომადის წასასმელად. უცებ სარკეში დედამისის სახე იხილა, იდგა და იღიმოდა. დედა,- მძიმედ წარმოსთქვა ფუფალამ __ დედა!!! დედის მომღიმარი სახე გაქრა. ფუფალა კიდევ ცოტახანს უყურებდა სარკეს, მაგრამ არსად ჩანდა მისთვის ყველაზე ახლობელი არსება. ხელის კანკალით წაისვა პომადა, აიღო თავისი დაფლეთილი ქოლგა და გაუყვა ბილიკს აჩქარებული ნაბიჯებით. როგორც ყოველთვის, ჭორიკანა ქალები დახვდნენ შარაგზაზე, მაგრამ ამჟამად არ მიუქცევია ყურადღება მათთვის,უხალისოდ დაუკრა თავი და გვერდზე ჩაუარა. 
  _ჰეი,ფუფალ მოგვიყევი შიოლაზე რამე, მოდი მოგვიყევი!--იძახდნე სოფლის შარაგზაზე სალაქლაქოდ გამოსული ქალბატონები.
  ფუფალას ხმა არ ამოუღია და პირდაპირ ყანისაკენ გაემართა.რაღაცა ძალა უხმობდა მას იქით ,,თეთრი სილუეტები ესახებოდა თვალწინ,რომლებიც უღიმოდნენ და უხმობდნენ, ხელს უქნევდნენ. ფუფალა გრძნობდა რაღაცის მოახლოებას, მაგრამ რის, ამაში ვერ გარკვეულიყო, ვერ მიმხვდარიყო იმას, რომ ის მეორე, სხვა მარადიული სამყაროსაკენ მიიჩქაროდა. თითქოს ესწრაფოდა ამ ტიალ, ცოდვებითა და წამებით სავსე სამყაროს გასცლოდა და მთელი ძალ- ღონით მისდევდა და გასძახოდა მისთვის ახლობელსა და საყვარელ ადამიანს, რომელშიც ის ხსნასა და სიმშვიდეს ხედავდა და აკანკალებული, ცრემლიანი ხმით ხან ხმამაღლა, ხანაც ჩუმად იმეორებდა : 
,, დედა!.. შიოლა!.. დედა!..”, თითქოს არ გამექცნენო, არ დამტოვონო. იმისი შიში აწუხებდა ეს ტკბილი, საამო წუთები ხელიდან არ გასცლოდა და ისევ არ ეგემა ის ტკივილიანი დღეები, წუთები და წამები, რომლებიც მუხანათმა წუთისოფელმა არგუნა და…  
  მეორე დილით დიდხანს იდგა გაშეშებული, შერყეული, გულზე ეკალდასხმული მეველე ქალის გაქვავებულ ცხედართან, რომელსაც გულზე ხელი დაეკრიფა.თვალცრემლიანი დასცქეროდა ფუფალას მშვიდ, გაქვავებულ და დილის ნამით დაფარულ სახეს. მეველემ წამიერად გაიფიქრა, რომ ამ პატარა, ყველასაგან გარიყულ,ეულ, თავის დროზე ალბათ ლამაზ და გულკეთილ ქალს დღეს დამტირებელი, გულშემატკივარი და მომაგონარიც აღარავინ დარჩენოდა.

                                         ანა როგავა

                           

            გუთნისდედის სიკვდილი

  მოხუცი გუთნისდედა ძალზედ კეთილი კაცი იყო. სხვისი კარგი არასოდეს არ შურდა. ბუნებასთან ლაპარაკი უყვარდა. ჩაიმუხლებდა ზოგჯერ პურის თავთავებთან და თავის გასაჭირს თუ სიხარულს უყვებოდა. მოხუცი იყო ჩვენი გუთნისდედა, უკვე ოთხმოცს გადასცილდა. ამ ბოლო დროს ხშირად აკითხავდა სიკვდილი,დაუკაკუნებდა კარებზე და მის წაყვანას სცდილობდა. თასით ხელში დახვდებოდა მოხუცი და აძევებდა აბეზარ სტუმარს.
  სოფელში ყველას უყვარდა გუთნისდედა და პატივს სცემდნენ მას. შვილებიც მამასთან იყვნენ და მძიმე ჭაპანის ზიდვაში ეხმარებოდნენ.
  ზოგჯერ, როდესაც მარტო დარჩებოდა, მიაკითხავდა სოფლის ბოლოში მდგარ ციხის ნანგრევებს და ელაპარაკებოდა მათ: __ ვაი, ნუთუ მეც უნდა ვიქცე მიწად?!! ნუთუ მეც უნდა მომაკითხოს სიკვდილმა?! ჩემო ძმობილო, ნუთუ ყველა დამივიწყებს?!...__ თვალზე ცრემლი მოადგებოდა და აქვითინდებოდა__ მაგრამ, შენ არ დამივიწყო, ძმობილო, არ დამივიწყო!...
  ერთხელ როდესაც მზე ისევ ამოვიდა მღვიმიდან და მისი სითბო გარემოს მოჰფინა, გუთნისდედას უკანასკნელი დღე გაუთენდა. იმ დღეს უკანასკნელად შეხვდა მზის ამოსვლას, უკანასკნელად გამოელაპარაკა
ციხის ნანგრევებს და სამუდამოდ დახუჭა თვალები.
  ისევ გათენდება…ისევ გამოჩნდება კაშკაშა მზე.მზესთან ერთად გაიღვიძებს ბუნებაც და ახლა უკვე ახალი გუთნისდედა შეეგებება მას.

                                                      ანა როგავა







  ა  
ავშანი--(ხევსურ.) მამულა, მცენარეა.
 ალმურივით--ბუღი, სიმხურვალე ,ალმური ასდის. სახე აქვს გაითლებული(დიდი სიცხის ან აღელვებისგან).
 ალანძული--ვინც,რაც ალანძეს ან აილანძა. ა. პური\მზით.ა. სახე.
ამაგდარი--იგივეა , რაც მოამაგე.
ამაოება-- უმიზნობა, ფუჭი,არარაობა, უნაყოფო, უშედეგო.  
ამრიზებული--ვინც აიმრიზა,გაჯავრებული, აღრენილი.
ანარქისტი-- ანარქიზმის მიმდევარი.

არმია–სახელმწიფოს სახმელეთო შეიარაღებული ძალები ჯარი.
 არნადი--(იმერ. კახ.) კალოზე ბზისა და ხორბლის სახვეტი ხის იარაღი, ნიჩაბი.

აყოჩებული--( ქართ.)თამამად აზრდილი მცენარე,თანაც უნაყოფო ან მცირენაყოფიანი
 
  ბ
ბარგანაობა–(თუშ.ფშ.)ტორტმანი, ბარბაცი.
ბაღლამიანი-- გესლიანი.
ბდღვრიალი--ძლიერი ნათება, ბრწყინვა,კაშკაში. ცეცხლის  
ბდღვრიალი.
ბერდედა–ბებია, დიდედა (ხევს.)
ბერწი--დაუმაკებელი, უნაყოფო.
ბექობზე--. ბექობზე სახლი დგას. ბექი. გორაკი
ბოხჩა--(თურქ.)ქსოვილის ოთხკუთხედი მოზრდილი ნაჭერი, რომელშიც რამეა გამოკრული, შეხვეული ფუთა.
ბოტი–(ფშ. ხევსურ. თუშ.)დაუკოდავი ვაცი, ერკემალი.
ბოტორო--(ქიზიყ. ქართ.) დიდი სიცხე, თან ნიავიც არ ქრის.
ბოყვი--უკურკო ნაყოფი ტყემლისა და ქლიავისა, ვერ ვითარდება და ცვივა.
ბურვილი--იგივეა, რაც დაბურული, ტყით, მთით.

  გ

გაბარჯღული–– რაც გაიბარჯღა. გ. კაკალი.
გაბოტილი––რაც გაიბოტა,– გალაჯული.  
გადაცოდინარებული––(იმერ.) გადავიწყებული , ცოდნის შეძენის უნარდაკარგული.
გალექებული--1. დასიცხული, დათენთილი. 
                           2. იგივეა, რაც გალეშილი

გამომარგლილი– გამომარგლავს შიგადაშიგ . ხახვი გამომარგლა.
გასივსივებული–– (მთიულ.) გამხდარი, სუსტი .
გაუჟეჟიაო–გაჟეჟვა-გაჟლეტს, გაწყვეტს. 

გოხნარი– რიყის ქვა, კლდის ნატეხი.

  დ
დაბანგული-- ბანგით გაბრუებული.
დაკაფვა-- (მთიულ,) დაკუწვა, წვრილწვრილად დაჭრა.
დაკორძილი-- დაკორძდება, კორძები გაუჩნდება.
დამცარავი––ხელის შემშლელი
დაზვინული--ზვინს დადგამს. თივა, ჩალა დაზვინული 
დასუნთაქული-- რაც დასუნთქა (გველმა)
დახაშმული-- ციებცხელებით აავადებს, დასცდის (ხაშმიანი   ჰავა ან ადგილი)
დაფეთიანებული--იგივეა, რაც დაფეთებული.
დედაბოძი--(ქიზიყ. ქართ. ფშავ.) მთავარი ბოძი, დარბაზის 
 შუა ბოძი, გუთნის ძირითადი ნაწილი, სახნისი.
დევკაცი-- (ფშავ.) გმირი კაცი
დიაკვანი--იგივეა, რაც დიაკონი (ეკლესიის მსახური)
დო-- შედღებილი მაწვნისაგან კარაქის მოხდის შემდეგ დარჩენილი მომჟავო სითხე.
დოლბანდი--1. თეთრი, თხელი, რბილი ქსოვილი.
                          2. იგივეა, რაც ჩალმა.

დოღრიალა-- (ქართ. ქიზიყ.) ბევრს რომ გაყვირის და ნამდვილად არაფერს აკეთებს, მყვირალა ადამიანი.

  ე  
ემბაზი--(ბერძ.) ქრისტიანული წესით ბავშვის მოსანათლი  ჭურჭელი.

  ვ

ვარდფენობა–(ქართლ.)მიცვალებულთა სულის მოსახსენებელი დღეობა.გაზაფხულობით იხდიან, საფლავზე მხოლოდ ყვავილები მიაქვთ.
ვეშა-- (რაჭ. მთიულ.) მჟავე მინერალური წყალი.

  ზ  
ზედამდეგები-- (ხევსურ.) სასმლის მიმწოდებელი.
ზედახორა--1. ერთმანეთზე უწესრიგოდ დაყრილი, დახორავებული საგნების დიდი გროვა. 
                       2. ბავშვების თამაშობა ერთს წააქცევენ სხვები ზედ დაეცემიან.

ზიზილა––დაბალი ტანის ლამაზი მრავალწლოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა, უფოთლო ღეროზე აქვს პატარა თეთრი ყვავილი.ყვავის მთელი ზაფხული.

  თ

თავანკარი–1. (ქართ.)თავი, არჩეული, საუკეღესო. წმინდა, შეურეველი.
                       2. კარგი, ჭკვიანი.

თავქეიფა–(ქიზიყ.) თავნება, ურეჟიმო ადამიანი, რაც მოეპრიანება , იმას რომ ჩადის.

  ი  
იონჯა--ბალახოვანი მცენარე პარკოსანთა ოჯახისა.
ლურჯყვავილებიანი იონჯა საქონლის საუკეთესო საკვებია.

 კ
   კაპი--მოჭრილი ხის განტოტება, რომელსაც ქმნის მასზე ამოზრდილი რტოს შერეული ნაწილი,საკიდი.  
კევრი--პურეულის სალეწი ძველისძველი იარაღი,წარმოადგენს წინისაკენ თანდათან დავიწროებულ და თავაწეულ სქელ ფიცრებს, რომლებსაც ძირზე კოხები აქვს ჩასმული. კევრში ხარებს ან ცხენებს აბამდნენ და კალოზე ატარებდნენ.
კელაპტარი--დიდი სანთელი
კიწაწი––წვრილი ფიჩხი.
კორძი--1. კვანძად დამაგრებული ამონაზარდი ადამიანის ან ცხოველის სხეულზე.\ ავადმყოფური გამონაზარდი ხეზე.
                2. კვანძივით მაგარი,გამაგრებული.

კოტორი–(ფშ.)ნისლის ხროვა. ნისლის, ღრუბლის ქულა.

  ლ  
ლაჩინა--(ქიზიყ.) მძიმე, ზორბა კამეჩის სახელი
ლიები--1 .ლამი,საფლობი ტალახი.
               2. მოვარდნილი ან მიშვებული წყლის ღვარი ან გუბე.
ლიპი–(ქიზ.)სრიალა, მცურალა,სასხლტომი.
ლირწი-- გარყვნილი, ბილწი,ავხორცი.
ლიტაო--სწორად აზრდილი, უტოტებო ხე.
ლიცლიცი--1. წყლის ზედაპირის ნელი მოძრაობა. რხევა.
                      2. ციმციმი სხივის
ლუმბა--(აჭარ.) ნალი ცხენის
ლხინიკო--დაკვრა ,სიმღერა და ცეკვა-თამაში,მხიარულება ,დროს ტარება, ქეიფი.

  მ
მამითადი– (ძვ.)მუშები,ჩვეულებრივ მეზობლები,რომლებიც
უსასყიდლოდ ეხმარებოდნენ ყანის პატრონს მკაში.
მეხრე--ხარების გამრეკავი.
მეპურმარილე--პურმარილიანი
მიელულა- ნელ-ნელა დაეხუჭა
მზეკაბანი--ყანაზე მზიანი ნიავის გადაცურება-გადალივლივება.
მზვაობარი––ამპარტავანი.
მონაგარი-1. გარჯით ნაშოვნი(ქონება, ფული) 
                   2. შვილები, შთამომავლობა.
მტლედ დადება–თავს შემოვლება, განსაკუთრებული ზრუნვა.
მურწა--თევზი ერთგვარი.
მჭმუნვარე-მწუხარე-.

  ნ 
ნალევა--(იმერ.) იტყვიან, როცა ერთი ავადმყოფობა მიზეზია  
მეორეს გამოწვევისა.
ნამტერალი--არავიზე ცუდის მდომელი.
ნამქერი--თოვლი, ქარისაგან ჰაერში ატანილი ან სადმე შეგროვებული, მიყრილი თოვლის ნამქერი
ნაქორალი--ქორის წაღებული.
ნობათი--ძღვენი, სატკივრის საჩუქარი. საახალწლო ნობათი.  

   
  ო
ოლოლი-- ზარნაშო, დიდი ბუ
ორკაპი, ორკაპა--ორი კაპის მქონე, ბოლოში ორად გაყოფილი.
ოროველა--გუთნისდედისა და მეხრეების სიმღერა(იცოდნენ აღმოსავლეთ საქართველოში.)
ორშიმო–ღვინის ამოსაღები ჭურჭელი, მწვანე კვახისაგან გაკეთებული.
ორწოხი--ვიწრო,მისასვლელი ადგილები მთებსა და ხევებში. 
  პ 
პირშეწბილებული--შერცხვენილი, პირგატეხილი.

  ს

საბძელი--1.ბზის, აგრეთვე საქონლის შესანახი (თივის,ფუჩეჩის) ნაგებობა, ჩვეულებრივ წნული ან ფიცრული.
                   2. ქათმის ნაწილი-ზურგი გვერდებიანად.
საკვეხური--თავის მოსაწონებელი, სატრაბახო.
სალბუნი--იგივეა, რაც მალამო.
სამკალი––(სამკლისა) 1. რასაც მკიან.ს. პური. 

                                          2. რითაც მკიან. ს. მანქანა.
                                          3. სადაც მკიან, სამკალში წასვლა.

სასოება–– იმედის ქონა, იმედი სასო.
                                   1. იმედით, იმედიანად.
                                   2. მოწიწებით, მორიდებით.

სოსანი–(სოსანის) 1 .ერთწლოვანი მცენარე ბაიასებრთა ოჯახისა, აქვს ღრმად დანაკვთული ფოთლები, იკეთებს მოწითალო იისფერ დეზიან ყვავილს, გვხვდება ყანაში.
                                 2. რაც ფერით სოსანის ყვავილს მოგვაგონებს.
საწუთრო--იგივეა, რაც წუთისოფელი.


  ტ
ტაბიკი–უღლის ნაწილი თავმსხვილი ჯოხი.
ტარბი--ფრინველი შოშიასებრთა ოჯახისა.ანადგურებს . მწერებს.
ტბორი--დაგუბებული წყალი,გუბე,ქუჩაში ტბორი იდგა.
ტომბახი--იგივეა,რაც მაღარიჩი.
ტროყია–(კახ.)დიდი და ძალიან მსუქანი, უშნო ქცევისა და შესახედაობის ადამიანი.

   
  უ
უუსასოესი--სასოწარკვეთილი, უიმედო.


  ფ
ფარჩასი-- ძვირფასი აბრეშუმის ქსოვილი.
ფარღალადი-- ისეთი(ნაგებობა, კედელი) რასაც ღია ადგილები,ჭუჭრუტანები აქვს. არა მჭიდროდ ნაგები ფარღალადი ოთახი.
ფერუმარილი--ფერი და უმარილი.ფ.უ. უსვია სახეზე.
ფინფლი--ნამცეცი
ფუმფლა--(იმერ.) მაჭრის ქინქლა, ფუმფულა.
ფუღურსიტყვაობა--ცარიელა სიტყვები.

ფშატი-საშუალო სიმაღის ან დაბალი ხე.აქვს ვიწრო მოვერცხლისფრო ფოთლები. იკეთებს პატარა ზომის, ყვითელ, სურნელოვან ყვავილებს; ისხამს მოგრძო- მოყვითალო, კურკიან ტკბილ ნაყოფს, რომლის კანსშიგნითა ნაწილი მშრალია და ფქვილივით იშლება.

  ქ
ქასრით--(გურ.) ბალახეული მცენარეა ერთგვარი.  
ქედწაგრეხილი--იგივეა, რაც ქედმოგრეხილი.

ქიმუნჯი--(ქართ.) ნიდაყვის ან მუშტის წაკვრა, მუჯლუგუნი.

  ღ
ღელაღუნტა–(ზ. იმერ.რაჭ.)ოროვანდი, მცენარეა.
ღვარძლიანი--1. რასაც ღვარძლი ურევია. 
                           2. ღვარძლით სავსე ადამიანი, გულის პატრონი.
ღოლო--მრავალწლოვანი მცენარე მატიტელასებრთა ოჯახისა. იზრდება ნათესებში, ვენახებსა და ბაღებში.იჭმება. ღოლოს შეჭამანდი.
ღლეტურა--(გურ.) გლეჯა, წყვეტა.
ღრეული--ყანის მესვეური.

  ყ
ყალიონი–იგივეა, რაც ჩიბუხი. ყალიონს ეწევა.
ყარყაში–ყაყანი
ყარყუმი-- მომცრო ტანის ცხოველი კვერნისებრთა ოჯახისა. აქვს ძვირფასი თეთრი ბეწვი.
ყომრალი--მუქი ნაცრისფრი-რუხი,ლეგა, ჩოხა, ღრუბელი, ნიადაგი.

  შ
შალგა--ზეთოვანი მცენარე ჯვაროსანთა ოჯახიდან.
შალგი--ზეთოვანი მცენარე ჯვაროსანთა ოჯახისა. ჯავახეთში მოჰყავთ.იცის ყანებშიც (როგორც სარეველა).

შელანძული--1. შეგინებული, შებღალული.
                          2. გად.(საუბ.) სიძველეში შესული, გაცვეთილი.

შემაზავთა–თავი მომაბეზრა.
შეყელთებული––მობეზრებული.შუქელვარა--ნათელი, მზიანი.
შეხირხლული--იგივეა, რაც შეხუნძლული.
შეხურხლული--ფრინველებით და სხვ. ავსებული, დატვირთული(ხე).



  ჩ
ჩახსაკრავი–პაიჭის შემოსაჭერი ბაფთა–ლეკვერთხი.
ჩაფურა--პატარა ჩაფი.
ჩქერალი-- ჩქარად მავალი, ჩქარა მსრბოლი წყალი.
ჩქრო--იგივეა, რაც ჩქამი, ხმაური, რისამე ხმა.


  ც
ცალმაგი–ცალფა, ერთმაგი. რაიმე ერთისაგან, ცალისაგან შემდგარი
ცულაფთარი--გალესილი, მჭრელი ცული(მოხ.)
ცნობამიხდილი--ცნობიერება დაკარგა.
ცრიატი–მკრთალი, მბჟუტავი.
  ძ
ძეძვიანი––იგივეა, რაც ძეძვნარი. ეკლებიანი დატოტვილი ბუჩქი. იყენებენ ღობედ.

  წ
წინწელი--(ფშავ.) ნაპერწკალი.
წოპწოვა––წვეტიანი.

  ჭ

ჭავლი--იგივეა, რაც ჭალი.
ჭანგები--ბრჭყალი, კლანჭი.
ჭანჭრობი--კორდი, წყლიანი, ნოტიო.
ჭაჭა--(გურ. იმერ.) თირკმელი
ჭერეხებივით--1. რიყის ქვა. რიყე.
                             2.თევზი ერთგვარი გავრცელებულია დას. საქართველოს წყლებში.
ჭიანურები--ხემიანი საკრავი ერთგვარი.
ჭიაფერი--წითელი ფერის საღებავი. მკრთალი. ჭიაფრად შეღებილი.
ჭიქური--კრიალა, მოელვარე შენადნობი.

ჭყანტობები--ჭაობიანი ადგილი.

  ხ
ხახალი–ხილის დასაწყობი დაწნული ლანგარი.
ხაპი-- იგივეა, რაც გოგრა.
ხელაობა––ხელით (ანკესით,ბადის გამოყენებით) თევზაობს.

ხეტი––განუსჯელად მოქმედი, წინდაუხედავი.
ხვლანჯი–ხლართი,ნასკვი.
ხორშაკი––ცხელი ქარი.

  ჯ
ჯეჯიმები–1. ფარდავულად ნაქსოვი ზოლიანი ქსოვილი .
                    2. ამგვარი ქსოვილის საფენი.
ჯიღათვალება–თვალებბრიალა, მსხვილი და მოხდენილი,  ბრიალა თვალები.
ჯოყარი–ბალახის გამხმარი ღერო.
ჯღრდე–(ჯღრდისა)(კუთხ.)მიყრილი, მიხერგილი რამ.